ფოტო © გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის დღიდან დღემდე, ათ დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოავლინეს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აკრძალული საშუალებებით 88 ადამიანმა ინადირა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დააფიქსირეს. კახეთში უკანონო ნადირობის 5,ვრცლად