ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნინიგორის თემის სოფელ ხიზაბავრაში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები პირველად 20:38 საათზე დაფიქსირდა. მეორედ მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა, 21:09 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.