პირველი არხის ფოტო ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მღვდელმოქმედება აუკრძალა და მოსანანიებლად მონასტერში გაამწესა. „მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს.ვრცლად