ლადო პაპავა – საფუძვლიანი განცდა მაქვს, რომ „ოცნება“, თუნდაც კოალიციურ ფორმატში, მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას შეინარჩუნებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა. – ბატონო ლადო, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 2,009.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 639.7 მლნ ლარით მეტია ივნისის მაჩვენებელზე, ხოლო 982.1 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ივლისის პერიოდს. რაც შეეხება 2020 წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ გადასახდელებს, მისმა ოდენობამ 1,531.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელს 186.1 მლნ ლარით აღემატება, ხოლო 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 363.8 მლნ ლარით. ფაქტია, რომ ივლისში ბიუჯეტის შემოსულობები ვალების აღების ხარჯზე გაიზარდა. ბიუჯეტში შემოსულობების ზრდის ძირითადი მიზეზი მთავრობის მიერ აღებული ვალებია. მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობების 55.6% სწორედ ვალების აღებით ფორმირდა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეკონომიკის მხარდასაჭერად საკმაოდ ბევრი…

გააგრძელე კითხვა ლადო პაპავა – საფუძვლიანი განცდა მაქვს, რომ „ოცნება“, თუნდაც კოალიციურ ფორმატში, მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას შეინარჩუნებს