2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინეს. ეს იყო პირველი აქცია-პერფორმანსი მას შემდეგ, რაც თელავმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ამის შემდეგ დღემდე, პერმანენტულად, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით, მათ შორის აქციებითა და პეტიციებით, მოითხოვენ, რომ თელავს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქისვრცლად