“ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეში 16-17 საათი მუშაობა ან გიდს ან მძღოლს სურს და სიამოვნებით აკეთებს ამას?” – რას წერს გამოცდილი გიდი შატილის ტრაგედიაზე?

"ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეში 16-17 საათი მუშაობა ან გიდს ან მძღოლს სურს და სიამოვნებით აკეთებს ამას?" - რას წერს გამოცდილი გიდი შატილის ტრაგედიაზე?

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გიდი და მწე­რა­ლი ალექ­სან­დრე პა­ი­კი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. აი, რას წერს ის:

“ცოტა გრძლად გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­გე­ბად ავ­ხსნა გუ­შინ­დე­ლი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზე­ბი.

თა­ვი­დან გე­ტყვით, რომ ტუ­რიზ­მის ძი­რი­თა­დი და პირ­ვე­ლი სტან­დარ­ტი არის – უსაფრ­თხო­ე­ბა.კვე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბა, გან­თავ­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვის უსაფრ­თხო­ე­ბა და ცხა­დია – სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბა.

მხო­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დგე­ბა ტური და მარ­შუ­ტი.გან­ვაგ­რძოთ.ასევე დაგაინტერესებთ

მი­უ­ხე­და­ვად ჩემ მიერ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ჭეშ­მა­რი­ტი გან­მარ­ტე­ბი­სა, ასე­ბობს ძა­ლი­ან დიდი – მაგ­რამ.ხოლო ეს მაგ­რამ არის – სა­ქარ­თვე­ლო.

ზედ­მი­წევ­ნით დუ­ხ­ჭი­რი ქვე­ყა­ნა.

ნუთუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ დღე­ში 16-17 (ხან უფრო მეტი) სა­ა­თი მუ­შა­ო­ბა ან გიდს ან მძღოლს სურს და სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებს ამას?

ცხა­დია არა.

გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ე­ბის 90% მეტი სწო­რედ ე.წ. შიდა ტუ­რე­ბის დროს ხდე­ბა.რა­ტომ?

იმი­ტომ რომ ჩვე­ნი ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ბა­ლი გა­დახ­დის უნა­რით არის „და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი“.ამის შე­დე­გია 40 ლა­რი­ა­ნი ტუ­რე­ბის ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა.

გუ­შინ­დე­ლი ტრა­გე­დი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, სწო­რედ ქვეყ­ნის მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.მე არ ვამ­ბობ, რომ სტან­დარ­ტე­ბი არ უნდა და­ვიც­ვათ, პი­რი­ქით, ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ვიბ­რძვი ამის­თვის!უბ­რა­ლოდ იმას მო­გახ­სე­ნებთ, რა­ტო­მაც უწევს მძღოლს 16 სა­ა­თი სა­ჭეს­თან ყოფ­ნა.ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბი, ბან­კის ვალი და ამ ყვე­ლა­ფერსწელს და­მა­ტე­ბუ­ლი რვა თვი­ა­ნი სრუ­ლი უმუ­შევ­რო­ბა!

შიმ­ში­ლის და ვა­ლე­ბის შიშ­მა მო­ახ­დი­ნა ეს უსა­შინ­ლე­სი ტრა­გე­დია!

მე თა­ნა­ვუგ­რძნობ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს რა ხდე­ბა მათ გულ­ში და გო­ნე­ბა­ში. მე სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ჩემი კო­ლე­გის ოჯახს, რო­მე­ლიც 17 სა­ა­თი მხი­ა­რუ­ლი უნდა იყოს, არ გა­ჩუმ­დეს, არ და­ი­ღა­ლოს, ყუ­რა­დღე­ბა არ გა­ე­ფან­ტოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ორ შა­უ­რად, რო­მე­ლიც მის ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავს. მე სუ­ლით და გუ­ლით ვწყევ­ლი ყვე­ლას, ვი­საც ჩემი ქვეყ­ნის და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში წილი მი­უ­ძღვის!” – წერს ალექ­სან­დრე პა­ი­კი­ძე.