ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება17:27 / 25-08-2020

ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი ცენ­ტრში გა­მო­ძა­ხე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ად­გილ­ზე დახ­ვდა პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის გამო და ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­ე­როთ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.ასევე დაგაინტერესებთ

ცალ­სა­ხად ვა­ცხა­დებთ, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი ცენ­ტრში გა­მო­ძა­ხე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­მო­ძა­ხე­ბა 17:13 სა­ათ­ზე და­ფიქ­სირ­და, რის შემ­დგო­მაც ეკი­პა­ჟე­ბი ზუს­ტად 2 წუთ­ში, 17:15 სა­ათ­ზე გა­ე­მარ­თნენ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის­კენ.

სამ­წუ­ხა­როდ, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ად­გილ­ზე დახ­ვდა პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. ეკი­პა­ჟებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყეს სამი მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და ისი­ნი თბი­ლის­ში, შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

აქვე, გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­კითხს და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეკი­პა­ჟე­ბი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრინ­ცი­პით. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ისე ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც, სა­მე­დი­ცი­ნო ეკი­პა­ჟე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­მო­ძა­ხე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბას და არის საკ­მა­რი­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნებს, ცენ­ტრი, გა­მო­ძა­ხე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ათავ­სებს და­მა­ტე­ბით ეკი­პა­ჟებს რო­გორც ზა­ფხუ­ლის, ისე ზამ­თრის სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ზე.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი მუდ­მი­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სის დრო­ულ მი­წო­დე­ბას“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად 25 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.