ორხევში კაცი დაჭრეს

ორხევში კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. მედია წერს, რომ შემთხვევა მუხაძის ქუჩაზე მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-დან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.