ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციები დაბომბა

ფოტო: Reuters

ისრეალის სამხედრო თვითმფრინავებმა და ტანკებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის პოზიციები დაბომბეს. მანამდე ამ ტერიტორიიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაისროლეს, რამაც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით დაიბომბა ჰამასის საწვრთნელი ბაზა.

დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

თავდასხმებით ჰამასი ცდილობს ისრაელს ღაზის სექტორისთვის დაწესებული ბლოკადა მოახსნევინოს.

ორ მხარეს შორის მოლპარაკებებში გაერო, ეგვიპტე და კატარი მონაწილეობენ.

თავდასხმები უკვე 2 კვირაა გრძელდება.

პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორის სანაპიროსთან თევზაობა აკრძალა და ქერემ შალომის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, საიდანაც ღაზის სექტორის ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი მიეწოდებოდა. ტერიტორიის მოსახლეობას ახლა ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მიეწოდება.