“რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ… საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს” – როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

სომ­ხუ­რი მა­ს­მე­დია ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას: რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, ასე­ვე ად­ვო­კა­ტე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, სხვა­დას­ხვა ეჭ­ვებს. სომ­ხუ­რი პრე­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ქარ­თულ მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბულ­მა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის ვა­რა­უ­დებ­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ია­რა­ღის გაგ­ზავ­ნის თა­ო­ბა­ზე, მის­მა მო­წო­დე­ბამ თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი…

“და­დონ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა, იდგა თუ არა 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნას მან­ქა­ნა იქ, სა­დაც იდგა. მე­ო­რე – ამ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დეს მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და და­სა­ხელ­დეს მკვლე­ლი, თუ – მკვლე­ლე­ბი. მე ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე და­ვი­ფი­ცე, რომ არ მო­ვას­ვე­ნებ მათ. პი­რა­დად მე უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე, აქამ­დე ვერ გა­შიფ­რეს ეს რა­ღაც ციფ­რი – 15. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს მო­ვუ­წო­დებ, და­ინ­ტე­რეს­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­სა­ხებ ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა შვილ­მა შემ­თხვე­ვით გახ­სნა და გა­შიფ­რა, თუ რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და ყა­რა­ბა­ღის ომი ია­რა­ღით. ზუს­ტა­დაც ამი­ტომ, ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად გა­და­ა­რი­ცხი­ნეს ჩემს შვილს მი­ლი­ო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. ია­რაღს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა და სუს-იც ზუს­ტად ამი­ტომ არის ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლის მო­შო­რე­ბის ამ­ბავ­ში”, – გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

სომ­ხუ­რი გა­მო­ცემა “ლრა­გი­რი” («Լրագիր»), აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით „თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სა­ქარ­თვე­ლო­ში: რა იცო­და თა­მარ­მა ყა­რა­ბა­ღის შე­სა­ხებ“ (ავ­ტო­რი – ნა­ი­რა აი­რუ­მი­ა­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი).

“თურ­ქუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი დრო­დად­რო ისეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და მთლი­ა­ნად რე­გი­ონს საფრ­თხეს უქ­მნის”, – წერს ავ­ტო­რი.ასევე დაგაინტერესებთ

“ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ თა­მა­რის დედა ყა­რა­ბაღ­ში ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­უ­წო­დებს და­ინ­ტე­რეს­დნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი და არა სომ­ხე­თი. ნუთუ მას უთხრეს, რომ ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა სომ­ხე­თის მხა­რის­თვის ხდე­ბო­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არა­ფერ შუ­ა­შია? ეს შე­იძ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ეს აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­რი­გი ოპე­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ღერ­ძის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და თურ­ქუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ და ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათ მი­მართ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია. გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ გა­ი­ტა­ცეს თბი­ლი­სის ცენ­ტრი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი… გა­ვიხ­სე­ნოთ, და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრის მდგო­მა­რე­ო­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ივ­ლის­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა თბი­ლის­ში სომ­ხე­თის სა­ელ­ჩოს წინ ან­ტი­სომ­ხუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეს… შე­საძ­ლოა თურ­ქუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგ­რე­სი­უ­ლო­ბა იმას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­წყვი­ტა ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ძი­ოს ბა­თუმ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი 9 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თურ­ქი მო­ქა­ლა­ქის საქ­მე? და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი კი, ალ­ბათ, უნდა და­ფიქ­რდნენ, რომ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში არ აღ­მოჩ­ნდნენ ჩათ­რე­ულ­ნი”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.