გენდერული თანასწორობის ცენტრის შეხვედრა თელავში

ლია კანკავა

თელავის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა”, ქალისა და მამაკაცის გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელსაც ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ასევე თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეები და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით კი, ლევან ღლონტის რეჟისურით გადაღებული ქალისა და მამაკაცის გენდერულ საკითხებზე აგებული დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით “შინ და უკან” ჩვენება გაიმართა. ფილმი აგებულია ლია კანკავას ცხოვრების ისტორიაზე და მასში ნათლად ჩანს ქალის და მამაკაცის გენდერული ბალანსი.