უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს გადაასწრო

ფოტო: Reuters

SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბეგს გადაუსწრო.

მასკი ამ დროისთვის Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, მისი ქონება 115,4 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ხოლო ცუკერბერგის 110.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

სიის პირველი ნომერი, 200 მილიარდი დოლარით, კვლავაც Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია, ხოლო მეორე ადგილს 125 მილიარდი დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი იკავებს.

მხოლოდ მიმდინარე წელს, 49 წლის ილონ მასკის ქონება დაახლოებით 88 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირველი იანვრიდან დღემდე Tesla-ს აქციები 500%-ით გაძვირდა. 

ბოლო მონაცემებით, შეიცვალა მსოფლიოს უმდიდრესი ქალის ვინაობაც და ამ დროისთვის პირველ ადგილზე, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მაკკენზი ბეზოსია. მაკკენზი ბეზოსის ქონება 66 მილიარდ დოლარს აღემატება,