“ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს… ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს” – რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის დე­ი­და რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 23 წლის გო­გოს თა­ვი­სი უფ­რო­სი უყ­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა “ქრო­ნი­კის­თვის” მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“მი­თხრა, რომ სამ­სა­ხურ­ში თა­ვი­სი უფ­რო­სი მოს­წონ­და. მე ვკი­თხე ვინ არის და მი­თხრა, რომ 32 წლი­საა, თუმ­ცა ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს – ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რია და ტვი­ნი­ა­ნიო. ბა­ჩა­ნა შექ­მნი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ის გვა­რა­მი­ამ და იმ ად­ვო­კატ­მა შექ­მნეს, ის და თა­მა­რი მე­გობ­რე­ბიც კი არ ყო­ფი­ლან” – ამ­ბობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის ბე­ბია ოჯა­ხის ად­ვო­კატ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას პრო­ტეს­ტი ჰქონ­და. რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ად­ვო­კატს “ფულს ვი­ღაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი უხ­დის”.

“სამ­ძიმ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში თუ სად­მე ვი­ყა­ვი და ოთახ­ში მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი შე­მო­დი­ო­და – ან გა­დი­ო­და, მე მთხოვ­დნენ, რომ გავ­სულ­ვი­ყა­ვი. მე ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვი – რო­გორ მი­ი­ღეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­დის და ამ­ბობს, რომ უფა­სოდ და­ი­ცავს ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს. ესე იგი, ვი­ღაც უხ­დი­და ფულს, ვი­ღაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, მაგ­რამ ჩემ­მა დის­შვილ­მა მი­თხრა, რომ მას ენ­დო­ბა”, – აცხა­დებს რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი.ასევე დაგაინტერესებთ

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს… შენით ვიწყებ “ვოლკო” – ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა

“შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი” – სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

12:14 / 29-08-2020“თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში… ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ” – ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?

AMBEBI.GE სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რის­თვის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

“არ ვიც­ნობ სა­ერ­თოდ ამ ქალ­ბა­ტონს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს მას­ზე. ვინ მენ­დო­ბა და ვინ – არა, არ­სე­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა, არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რი და თუ რამე კი­თხვა გაქვთ ჩემს ნდო­ბა-უნ­დობ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ ჰკი­თხეთ. “იმე­დი” არის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­ვი­ზია.

ეტყო­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სუს-ს ძა­ლი­ან ვუშ­ლი ხელს, ამ საქ­მი­სად­მი ჩემ­მა მიდ­გო­მამ და ჩემს მიერ გა­მო­ჩიჩ­ქნულ­მა დე­ტა­ლებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა სუს-ს იმი­ტომ, რომ მე ვნა­ხე სამი ჯიპი, ვი­თხოვ ამო­ნა­წე­რებს და ა.შ. ახლა იწყე­ბენ სამ­თავ­რო­ბო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან და მერე ალ­ბათ ჩემს სი­ცო­ცხლე­ზეც გად­მოვ­ლენ.

შე­ე­კი­თხეთ ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას, სან­დო ვარ თუ – არა. თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბე­ბიც მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ნიკა გე­ჯა­ძის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის კი რა მო­გახ­სე­ნოთ. მო­წო­ნე­ბა ერ­თია, სიყ­ვა­რუ­ლი – მე­ო­რე. ეს ბე­ბია ორ­მოც­ზეც არ მი­ნა­ხავს და არც არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მი­ნა­ხავს მას­თან. მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არ ვიცი მე. ამ­დე­ნი ხა­ნია მათ­თან დავ­დი­ვარ და იქ ბე­ბია არა­ვინ მი­ნა­ხავს.

რო­დის გა­მოჩ­ნდა ასე­თი ბე­ბია, არ ვიცი. მე მიხ­დი­ან და მე ვას­რუ­ლებ ვინ­მეს და­ვა­ლე­ბას? მა­შინ ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­წევს ყვე­ლა იმ პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ვის და­ვა­ლე­ბა­საც მე ვას­რუ­ლებ და თვი­თონ გა­და­იხ­დის ყვე­ლა ფულს. ჩემ­თვის უკვე ნა­თე­ლია, რა და­ვა­ლე­ბა­საც თვი­თონ ას­რუ­ლებს – უნ­დათ ჩა­მოვ­შორ­დე საქ­მეს და ჩემი ღირ­სე­ბა და რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხონ. ამა­თი მი­ზა­ნი ესაა იმი­ტომ, რომ ვე­რა­ფერს ვე­ღარ აკე­თე­ბენ, ვე­რა­ფერს! სუსი რო­მაა ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, უკვე ნა­თე­ლია და ახლა გა­მოჩ­ნდა “ბე­ბია”, ახლა გად­მო­ვიდ­ნენ ჩემ­ზე” – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი რა­მიშ­ვი­ლი.