საკრებულოს შუალედური არჩევნები,ლაგოდეხის მე-15 ოლქის ოთხ უბანზე გაიმართება

ლაგოდეხის მე-15 ოლქის ოთხ უბანზე,რომელიც სოფ. აფენის თემს მოიცავს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

აფენელებს ,,ქართულმა ოცნებამ” დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
საკრებულოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო,რაც ,,ქართული ოცნებიდან”

არჩეულმა დეპუტატმა უარი თქვა საკრებულოს წევრობაზე და ემიგრაციაში გაემგზავრა.

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აფენელებს, მათივე თანასოფლელი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი 27 წლის ომარ შველიძე წარუდგინა.


შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველებს კანდიდატისთვის მხარდაჭრისკენ მოუწოდა პარლამეტის დეპუტატმა გურაჭარაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.


საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ომარ შველიძემ იმ გამოწვევებზე და პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება


ამ დროისათვის საკრებულოს წევრის მანდატის მოსაპოვებლად სულ სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. რეგისტრაციის ვადა 29 სექტემბრის 18 საათზე ამოიწურება.


აფენის თემის ოთხ უბანში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. ოთხივე უბანში სულ 4 224 ამორჩეველია.