აზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერაციულ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 6 783 ტესტი.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 231,154-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 225,246 პირი, ლეტალური შედეგით დასრულდა 3 158 შემთხვევა.