დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავრ თემას ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საუბარი წარმოადგენდა. ცენტრის წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიასთან საქართველოს საგარეო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერობაზე გააკეთეს აქცენტი.

By admin