დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 4 879 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დაფიქსირებული – დღეს ზრდა 544 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 255 385 -მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 469 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 311-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 5 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 10 თებერვლის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 421 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 316 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2 094 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 506 394 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18244, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11615, PCR ტესტით – 6629.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო 7 დღის – 3,41% იყო.

By admin