დასჭირდება თუ არა ჯანმრთელობის ცნობა ან კოვიდ-ტესტირების პასუხი მოსწავლეს, რომელიც გაციების გამო სკოლაში არ დადიოდა

საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სწავლის დასწრებითი ფორმით განახლების შემდეგ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სასწავლო დაწესებულებებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არაერთი რეკომენდაცია წარუდგინეს.

მართალია, რეგულაციების ნუსხა საკმაოდ გრძელია და მათი ძირითადი ნაწილიც ყველა სკოლისთვის საერთოა, მაგრამ კოვიდ-პანდემიის პირობებში, მოსწავლეებსა და მშობლებს არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა აქვთ.

დღის წესრიგში, ამჯერად, დადგა საკითხი, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს სასწავლო დაწესებულებას მოსწავლე, რომელსაც სურდო ან უბრალოდ გაციება აქვს.

 

ჯანმრთელობის ცნობა თუ კოვიდ-ტესტირების პასუხი – განათლების სამინისტროს ოფიციალური უწყებიდან:

თუ სკოლის მოსწავლეს აქვს გრიპი, სკოლაში დასაბრუნებლად, მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ოჯახის ექიმის ცნობა. ცნობაში იქნება მითითებული, თუ რით იავადმყოფა ბავშვმა და შეიძლება სულაც არ იყო კოვიდზე ტესტის გაკეთების აუცილებლობა. ცნობაში მითითებული იქნება, რომ არ ჰქონდა ბავშვს კორონავირუსის სიმპტომები და ამიტომ, არ გაკეთდა ტესტირება. ცნობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. არსებობს სხვადასხვა შემთხვევა და ყოველ ახალ შემთხვევას განიხილავს სკოლა და ამის მიხედვით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“,

– აცხადებენ განათლების სამინისტროში.