თელავის თეატრი 2 და 3 აპრილს გთავაზობთ მონატრებულ პრემიერას!

თელავის თეატრი მაყურებელს პრემიერით უბრუნდება.

,,რამოდენიმეთვიანი პანდემიური პაუზის შემდეგ თელავის თეატრი 2 და 3 აპრილს გთავაზობთ მონატრებულ პრემიერას!
მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლი “როცა ძალიან მოგენატრები” (ირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის “გადამდგმურებამდე”-ს მიხედვით).

რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი. მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე.”-წერია, თელავის თეატრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

პრემიერა 19.00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი კი 10, 15 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაყურებელი დარბაზში დაიშვება ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით.