ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს  1 მარტიდან იღებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება სავალდებულო იქნება, როგორც საჯარო ისე კერძო საბავშვო ბაღებისთვის.