დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თელავში არსებულ იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელიც ქალაქში რეგიონის განვითარების ცენტრის ინიციატივით და ჩეხური ორგანიზაცია – აგორას მხარდაჭერით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა. როგორც ცნობილია, გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა კრიტიკულ საკითხებს შორის დაასახელა მუნიციპალური გზები და მანქანების სადგომების პრობლემა, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, კულტურული და სოციალური პროგრამების სიმცირე. როგორც რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლიზი სოფრომაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, აღნიშნული საკითხები დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს, ხვალ 12 საათზე კი პრობლემების გადაჭრის გზებზე სასაუბროდ მოსახლეობასთან შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში იგეგმება.

By admin