ბიჭი, რომელიც ქალს მათი მიმოწერისა და ინტიმური ფოტოების გამოქვეყნების მუქარით, აზარტული თამაშებისთვის ფულს სძალავდა, დააკავეს

 გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო ქალი,

რო­მელ­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რა ჰქონ­და.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალ­მა ლ.მ.-ს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­უგ­ზავ­ნა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ამის შემ­დეგ, ლ.მ. ქალს მათი მი­მო­წე­რი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლის არ­გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი ვებ-გვერ­დის სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე, გა­მო­ძალ­ვის გზით, ფულს სის­ტე­მა­ტუ­რად არი­ცხი­ნებ­და.