,,კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია”-ამირან გამყრელიძე

კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„წელს კოვიდმა 2,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ერთი წლის განმავლობაში მან გადააჭარბა შიდსს, ტუბერკულოზს, მალარიას და ყველა ინფექციურ მკვლელს. თუ მოსახლეობის 60%-ი ავიცრებით წელს, ჩვენთან დასრულდება ეპიდემია.

„კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სანიტარიზაცია. ასევე ხშირად დაგვჭირდება უარის თქმა დიდ შეკრებებზე. ამას ხაზს ვუსვამ. როგორი სახისაც არ უნდა იყოს ეს შეკრებები, სასიხარულო, სამწუხარო და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.