თელავში, “ლელოს” დამფუძნებლების შეხვედრა გაიმართა

დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლები და წარმომადგენლები თელავის დემოკრატიის სკოლის ოფისში, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ. სადაც გააცნეს მოძრაობის მიზნები და უახლოესი გეგმები.

ასევე, იმსჯელეს ადგილობრივ პრობლემებზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილეს მათი გადაჭრის გზები.