თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

პროექტი ითვალისწინებს „ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრაში“ ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა

განსაზღვრულია 57 000-ის ჩათვლით, 100 ლარის ნაცვლად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ 200 ლარით.
ასევე ოპერაციის და ჯანდაცვის თანადაფინანსება გაიზარდა 100 000 ლარით .