10 ოქტომბერს,ღვინის ფესტივალი 2019 – „მარნეული-ვაზის აკვანი” გაიმართება

🍇10 ოქტომბერს, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ღვინის ფესტივალი 2019 – „მარნეული-ვაზის აკვანი” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები, წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, მოეწყობა თაფლის, ყველის და სხვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

🍇ღვინის ფესტივალი 2019-ის აღსანიშნავი, თემატური აქტივობები, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან დაიწყება.

🍇საწნახელში დაიწურება ყურძენი, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები.

დამთვალიერებლები გაეცნობიან გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილ არტეფაქტებს.

გაიმართება თიხის დამუშავების მასტერკლასები.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ჩატარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

🍇14:30 – საათზე, „გადაჭრილ გორაზე“, მოეწყობა ფოტო-გამოფენა. პრეზენტატორი სტუმრებს ადგილზე გააცნობს ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ.
#ქართულიღვინისკვირეული
#ქვემოქართლი2019
#მარნეული2019