14 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ და კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართევლოსთვის“ წარმომადგენლები, კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრებიან

📍 შეხვედრები დაგეგმილია ქალაქ წნორსა და სოფელ ვაქირში

 წნორი, ცოდნის კაფე, 12:00 საათი
 სოფელი ვაქირი, “ახალგაზრდული ცენტრი” 14:00 საათი

💡 ტურის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

 კამპანიის მხარდამჭერები ადგილობრივებს ღია დისკუსიის ფორმატში შეხვდებან, გაუზიარებენ მეტ ინფორმაციას ევროინტეგრაციის უპირატესობებსა და ამავე დროს რუსული პროპაგანდის მოძლიერებულ საშიშროებაზე. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე.