16 ოქტომბერი 2015

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ქალთა მკვლელობების და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამო. საბჭოს განცხადებით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრობლემა სცილდება კონკრეტული ოჯახების ფარგლებს, ამიტომ მისი გადაჭრა საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, მასმედიის როლი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის კოორდინატორი მაია ფურცხვანიძეც საუბრობს, რომელიც სამომავლოდ დაინტერესებულ პირებთან ერთად, ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებებში ჩართვას გეგმავს.
“განათლება და ინფორმირება ძალადობის საკითხებზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არასკამარისი”, ამბობს მაია ფურცხვანიძე. “მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და ეფექტური საკანონმდებლო ბაზის არსებობა, ძალადობის ფაქტების პრევენციისა და შემცირებისათვის.” – აცხადებს მაია

By admin