ნატოს დღეები საქართველოში

3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები
მიმდინარეობს. წლევანდელი ნატოს დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და ნატოსაქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება. ნატოს დღეები საქართველოში
მეთორმეტედ იმართება.

ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების
გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული
თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს
ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები
განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა
სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე
ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში
დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო
მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების
მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა
სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით,
საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების,
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს
საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

აღნიშნული დღეების ფარგლებში, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის
ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს კახეთის
რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ეთნიკურ
უმცირესობებსა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის
თანამშრომლებთან.

შეხვედრის ჩატარების თარიღი:
1. თელავი, 16 ოქტომბერი, 11:00 სთ. ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზი.
2. ლაგოდეხი, 16 ოქტომბერი, 15:00 სთ. ლაგოდეხის მუსიკალური სახლი.