ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოსურ სოფელში სახალხო ზეიმი ჩატარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოსურ სოფელ არეშფერანში, ტრადიციული სახალხო ზეიმი კოსტაობა გაიმართა.

სახალხო ზეიმს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტი სანაკოევი ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

კოსტაობა ოსი ეროვნების მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილეს უკავშირდება და ის, სოფელ არეშფერანში, ყოველწლიურად ზეიმით აღინიშნება.