სახალხო დღესასწაული ,,კოსტაობა”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოეტის სახელობის სკოლის ეზოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,კოსტაობა” გაიმართა.
,,კოსტაობისთვის” არეშფერანს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან დაესწრნენ.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი და შეჯიბრება ჭიდაობაში. ადგილობრივი თვითშემოედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა საზეიმო კონცერტი.
კოსტაობაზე მოსულ სტუმარს საშუალება ქონდა ქართული და ოსური სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინა.