2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით საქართველოს 10 რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სხვადასხვა დაინტერესებულ პირს საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. ცენტრების მომხარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით.  ცენტრებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ინიციატივითაც აწყობენ საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსიებს და ცდილობენ ხელი შეუწყონ დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

მაღალი პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი სერვისების გამო ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები,  საგანმანათლებლო დაწესებულებები, საინიციატივო ჯგუფები და სხვ.

2015 წლის ინვრიდან ცენტრების მართვას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი ახორციელებს. ACCESS-ის მიზანია ცენტრები გარდა ქმნას დამოუკიდებელ და სტაბილურ არასამთავრობო ორგანიზაციებად, რომლებიც USAID-ის დაფინანსების ამოწურვის შემდეგაც შეძლებენ ფუნქციონირებას და საქართველოს რეგიონებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას. ამ მიზნით ACCESS-ის პროექტის დახმარებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს აქვს დამოუკიდებელი მართვის სისტემა, ჰყავს 20 თანამშრომელი (კოორდინატორები და მათი მოადგილეები 10 რეგიონში), აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობა, რომელშიც წარმოდგენილი არიან თავად ცენტრების თანამშრომლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ACCESS-ი განაგრძობს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მხარდაჭერას გარდამავალ პრეიოდში, რათა არ შეფერხდეს ცენტრების ფუნქციონირება. მომავალი ორი წლის განმავლობაში ACCESS-ი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს დაფინანსების გარდა ტექნიკურ მხარდაჭერასაც გაუწევს (ტრენინგები, კონსულტაციები და ა.შ.). ACCESS-ი ასევე დაეხმარება ცენტრებს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებაში.

მაია ფურცხვანიძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი და ქსელის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს: ორგანიზაციული განვითარებისა და მდგრადობის  თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ათივე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარეგისტრირება ერთი ქოლგა ორგანიზაციის ქვეშ ცენტრებს ახლა მეტი თავისუფლება ექნებათ და შეძლებენ მჭიდროდ ითანამშრომლონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე მეტი ფოკუსირება მოახდინონ რეგიონისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე. ჩვენ, ცენტრების თანამშრომლები უნდა გავხდეთ უფრო აქტიური მენეჯერები და უნდა შევეცადოთ ალტერნატიული დაფინანსება მოვიძიოთ. უფრო აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან არასამთავრობო ორგანიზციებთან, ბიზნესკომპანიებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საერთო ჯამში ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მომავალი განვითარების შესაძლებლობების მიმართ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები განლაგებულია შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი,  საგარეჯო,  თელავი, ზუგდიდი.

By admin