გაუჩინარებული ჟურნალისტი გამოჩნდა

ელექტრონული გაზეთი მეოთხე წლების მანძილზე გაუჩინარებული ჟურნალისთთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენც უცვლელად გთავაზობთ

ჩვენი რესპონდენტი მრავალი წელია, ტელეკრანებზე უკვე აღარ ჩანს. არადა, წლების მანძილზე ის ტელეკომპანია „იბერიიდან“ საიტერესო ჟურნალისტური გამოძიებებით გვევლინებოდა. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, სოფოსთვის არ იყო დახურული კარები… არ არსებობდა გზა, რომელაც ის ვერ გადალახავდა. როცა კარიდან არ უშვებდნენ,  საკვამურიდან ჩადიოდა. ბევრ გამომძიებელს შეშურდებოდა მისი გამჭრიახობის და საგამოძიებო ჟურნალისტიკის უნარის… ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის შემდეგ, საკუთარი საგამოძიებო სტუდია დაარსა, თუმცა თითქმის 14 წელია უკვალოდ გაქრა.

მრავალი წლის შემდეგ, სოფიო კობიძე ჩვენთან საუბრობს:

– სოფო, როგორ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ, სად დაგვეკარგე? მოგაყარეთ კითხევები…

– თითქმის საუკუნეა, საქართველოში აღარ ვარ, ვცხოვრობ ჩემთვის, ჩუმად, წყნარად და უხმაუროდ, ტკივილებით და მონატრებებით.

– ანუ აღარ ხარ ჟურნალისტიკაში?

– სამწუხაროდ, უკვე აღარ…

– არ გენატრება შენი საქმე, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა ?

– ბუნებრივია, მენატრება. ხან ტელევიზორს თვეები არ ვუყურებ, რომ მონატრების ბოღმამ არ დამახრჩოს… ხანდახანდილით  უცებ გამეღვიძება და ჩემდა უნებურად ვეძებ მიკროფონს, სად გავიქცე რა გავაკეთო… ტელევიზორში რაიმე სიუჟეტს რომ ვუყურებ, კრიტიკული ვარ და პროდიუსერივით ვასწორებ ჩემს ფიქრებში, ეს რა კადრია, ის რა კადრია, ვჩხუბობ ბუტბუტით…

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არც არაფერი, რა უნდა მოხდეს დედამიწისგან დამალული ქალისთვის?

– ყველაზე მეტად რა დრო გენატრება ?

– მე და ჩემი მეუღლე რომ გადაღებაზე მივდიოდით, ალბათ ის დრო. მახსოვს კადრს რომ ვერ ასწორებდა, როგორ ვიწყებდი ჩხუბს. საღმოს სახლში დაბრუნებულები კი, ვიცინოდით. მგონი ხალხი რას ამბობს ჩვენზე, სულ ასე რომ ვჩხუბობ-თქო.

– შენი ქვეყანა?

– ჩემი ქვეყანა მენატრება 2008 წლამდე. მენატრება ჩემი მეგობრები, რომელთანაც საერთოდ არ ვკონტაქტობ. მენატრება ჩემი დედა და ჩემი შვილი, რომელმაც დედა პრაქტიკულად, ცოცხლად დაკარგა და დღეს ემიგრაციაშია წასული.

– სად ხარ ახლა, რომელ ქვეყანში?

– მოდი ეს ჯერ საიდუმლოდ დარჩეს…

– ძალიან უცანური იყო შენი წასვლა ამ ქვეყნიდან, მაინც რატომ გაქრი?

– ალბათ, მოვა ოდესღაც დრო და ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემ საყვარელ საქმეს მოვცილდი იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნისთვის არ მინდოდა მეღალატა. მაგრამ ვერც ჩემი ქვეყნის მტერს გავახარებდი. ჩვენ ვამზადებდით ფილმს 2008 წლის ომზე, ეს არ იყო მარტივი, არ უნდა ყოფილიყავი სუბიექტური, აუცილებლად ობიექტური უნდა ყოფილიყო… მაგრამ ეს აღმოჩდა ყველაზე რთული. ახლა არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ მიზეზი, რამაც ქვეყანაც და ოჯახიც დამაკარგვინა, ეს ომი აღმოჩნდა. ჩემი საქართველოში ყოფნა ძალიან საშიში იყო და საერთოდ, ჩემი გამოჩენაც კი. მანამდე, სანამ საერთაშორისო სასამართლო პროცესი არ დასრულდება, ასე ვთქვათ, მე ცოცხალი მიცვალებული ვარ… ამაზე მეტს ვერ მოვყვები, მოყოლა რომ შემძლებოდა, დავრჩებოდი ოჯახშიც და ქვეყანაშიც. დუმილი გტანჯავს ადამიანს, მაგრამ რას იზამ? ხან დუმილი ერთადერთია, რითაც იცავ შენს ოჯახს და სამშობლოს…

– ბოლოს დაასრულეთ მუშაობა 2008 წლის ომზე?

– ამ თემაზე არ მინდა საუბარი…

– სიზამრში თუ ხედავ საქართველოს?

– თბილისს… ხანდახან მგონია, მტკვრის პირას დავდივართ მე და სოსო  (მისი მეუღლე იოსებ ილურიძე ყოფილი ტელეოპერატორი) ხან ვხედავ, რომ ბავშვს ვამზადებ სკოლისთვის, არადა, დღეს ჩემს შვილს სკოლაც დამთავრებული აქვს და უმაღლესიც. ხან ჩემს მეგობრებთან ერთად ფუნიკულიორს ვსტუმრობ. კარგია, სამშობლლოზე ნანახი ყველა სიზმარი. სიზამრში ვხედავ ჩემგან მიტოვებულ შვილს, რომელიც უდედოდ გაიზარდა, ვხედავ შვილიშვილებს, რომელთაც მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ.

– გვპირდები, რომ ოდესმე დაბრუნდები?

– დავბრუნდები… მაგის დროც მოვა…

– და გვეტყვი სიმართლეს, რატომ წახვედი..

– მე ამას წასვლას უფრო არ ვეძახი, ვეძახი გაქცევას ჩემი ქვეყნისთვის.

– და ბოლოს, ამ ინტერვიუს შენი ბევრი თაყვანისმცემელი წაიკითხავს, ახალ წელს ხომ არ მიულოცავდი ?

– ვულოცავ ყველას… ჩემს ქვეყანას ვულოცავ 2021 წლის დადგომას. ვისურვებდი, ბედნიერი ქვეყანა ყოფილიყოს; ვისურვებდი, ჩემს ქვეყანაში შვილებს მშობლები არ ენტარებოდეთ, ხალხს არ უჭირდეს და ჩვენი ქვეყნის მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, გამქრალიყვნენ. ჩემი ქვეყნისთვის უკან არასდროს დამიხევია და მინდა ყველას გულში იყოს ბედნიერება. მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს დედას და ჩემს შვილს მათი დატოვებისთვის, მათთვის შექმნილი დისკომფორტისთვის. მაგრამ მოვა დრო და მიხვდებიან, რომ მარადიული არის ღმერთი და სამშობლო. სამშობლოსთვის კი შეიძლება მაპატიონ კიდეც…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.