სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარი დეპუტატის წლიური ანგარიშის წარდგენა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობისთვის წლიური ანგარიშის წარდგენას იწყებენ. 31 ოქტომბერს სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა მამუკელაშვილი ამომრჩეველს 2019 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

შეხვედრა 13 საათზე კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება.