ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამის შესახებ, მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების, სენატის განცხადებები, ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნები. ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და მისი დადებითი შედეგით დასრულების მოლოდინი აქვს.

„რა თქმა უნდა, დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან რამე დესტრუქციას ადგილი არ ექნება. პირიქით, ეს ოპოზიციისგან იყო. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული. ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ეს ბელადი სააკაშვილის დროს ხდებოდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

By admin