აკურის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას წლიურ ანგარიშს ჩააბარებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ. აკურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ პარწიკანაშვილი ამომრჩეველს ანგარიშს 28 ოქტომბერს ჩააბარებს.

შეხვედრა აკურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 14 საათზე დაიწყება.