მევენახეების აქცია პოლიციამ დაშალა, ნაცემია აქციის რამდენიმე მონაწილე

დღეს გურჯაანში მევენახეების საპროტესტო აქცია პოლიციელებმა დაშალეს. გურჯაანი – თბილისის ცენტრალური გზიდან სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები , ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მევენახეებს გზა დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ.

. პოლიციის ხელმძღვანელი პირები აქციის მონაწილეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სოფელ ჩალაუბნის მაცხოვრებლები რამდენიმე მევენახე ნაცემია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან გვიყვება, აქციის მონაწილეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში განსაკუთრებით შს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი და საპატრულო პოლიციის ასმეთაური გიორგი ნასყიდაშვილი აქტიურობდნენ. გიორგი კლიმიაშვილი თავად გამეტებით ურტყამდა გაფიცულ მოსახლეობას,  ასევე ინიციდენტს ჰქონდა ადგილი  გურჯაანში მოღვაწე ცნობილი რაგბისტი ნიკოლოზ ფრიდონაშვილი პოლიციის მაღალ ჩინოსნებს დაუპირისპირდა.

რომ არა  ნიკოლოზ ფრიდონაშვილი,  დღეს მევენახე აკაკი ჯანაშვილი ცოცხალი არ იქნებოდა. ნიკოლოზმა თავის ტანზე გამოსცადა აკაკისკენ მოქნეული პოლიციის „დუბინკა“ , თუმცა პოლიციელების აგრესია ამით არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ მევენახეები ღვინის ქარხნების ამუშავებას და ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ. გურჯაანში, დღევანდელ გამოსვლებში 250-ზე მეტი მევენახე მონაწილეობდა.

მევენახეები სასწარფიო რეაგირებას ითხოვენ მომხდარ ფაქტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ  საპროტესტო აქციების გაგრძელებას , რომელსაც მოჰყვება გზების გადაკეტვა  ქალაქ გურჯაანში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.