ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში ჩატარებული შუალედური არჩევნებში 82 პროცენტით ,,ქართული ოცნების კანდიდატმა ომარ შველიძემ გაიმარჯვა

N 15 ლაგიდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავ- რის რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით ოთხივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი პოზიცია 2414 ამომრჩეველმა დააფიქსირა. აქედან ხმები სამ კანდიდატზე ასე გადანაწილდა:
,, ევროპული საქართველო”- მალხაზ მელაშვილი -347 ხმა
,,მოძრაობა თავისუფალი საქართველო”- დავით ბეგლარიშვილი 21 ხმა
,,ქართული ოცნება” ომარ შველიძე1991 ხმა
პროცენტილად კი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის მონაცემები ასე გამოიყურება
მალხაზ მელაშვილი-14 პროცენტი
დავით ბეგლარიშცილი – 1 პროცენტი
ომარ შველიძე – 82 პროცენტი.
ბათილად ჩაითვალა 53 ბიულეტენი.
ესაა წინასწარი შედეგები.