2016 წლის 11 ივნისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება- “რეფერალის სისტემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის პრევენციისთვის.” 
ღონისძიების ორგანიზიტორები არიან ჩართულობის ცენტრი და ორგანიზაცია “სოფლად მცხოვრები ქალები ადამიანის უფლებებისათვის’’. 

2016 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველი ორგანოების როლის გაზრდის გზით.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალი კანონმდებლობის გაცნობას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ასევე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვას.

შეხვედრას უძღვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი გიორგი გოგიბერიძე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

By admin