დღეს, მართლმადიდებლური სამყარო ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

დილიდან, ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დაესწრო. ტაძარი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან მოსულ სასულიერო პირებს და მრევლს მასპინძლობს.

ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული უკვე 17 წელია აღინიშნება. 1998 წლის 4 ნოემბერს ტაძარი საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ საზეიმოდ გახსნა.