პანკისში ავარიის შედეგად ახმეტის საკრებულოს დეპუტატი დაშავდა

შემთხვევა სოფელ საკობიანოში მოხდა.

ელიზბარ ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოს მაჟორიტარია.

ქვეითად მოსიარულე დეპუტატს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცი ის თანასოფლელთან ერთად, ქუშანაშვილებთან გაჩენილი ხანძრის ადგილიდან უკან ბრუნდებოდა.

ავტომობილი ამის შემდეგ ელექტრობოძს შეეჯახა, რის გამოც სოფლის ერთ ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა.

დეპუტატი მიღებული დაზიანებებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.