პანკისის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილევის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. განადგურებულია იქ არსებული ავეჯი და ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე ახმეტის და თელავის 5 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ამ წუთებში ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ელეტქროსადენები გახდა.