ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე იუბილე აღნიშნეს

თარიღთან დაკავშირებით ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველა სტუმარს ჰქონდა.

გარდა ამისა,  ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლების მიერ განთავსებული პავილიონებში, შეიწვა მწვადი და გაკეთდა თათარა.

მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ილიას სახელზე დაწურული ღვინის ქვევრის გახსნა მოხდა.