ანა სუბელიანი: შვიდი ნაკერი დამადეს

And Then We Danced-ის ქართული პრემიერის ჩასაშლელად დღეს ჰომოფობიური აქცია გაიმართა, სადაც ფილმის სანახავად მისულ ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაწხყოფა მიაყენეს. სუბელიანის თქმით, მას მიზანმიმართულად ესროლეს ქვა და თვალი შემთხვევით გადაურჩა.

როგორც ანამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, ის ნიუ-ჰოსპიტალიდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს:

“გამომწერეს, შვიდი ნაკერი მადევს. ტვინის დაზიანებები არ მაქვს”.

სუბელიანი დასძენს, რომ ის ამჟამად თბილისის საგამოძიებო სამმართველოში მიჰყავთ გამოკითხვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლის დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათი თქმით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.