შეხვედრა ეკო-პროექტის ფარგლებში


2016 წლის 30 მაისს ეკოპროექტის ფარგლებში თელავში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, საქართველოში არსებული ნაკრძალების, აღკვეთილებისა და ეროვნული პარკების შესახებ. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს მინი პრეზენტაციები და მათ მიერ გადაღებული ფილმები თელავის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. პროექტი მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.