ენმ-ს წევრს ემუქრებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრის რამზან ალხანაშვილის განცხადებით მას ხელისუფლება ემუქრება.

როგორც მან დღეს მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა :

„ რამდენიმე დღის წინ დამიბარეს ქართული ოცნების შტაბში, სადაც კატეგორიულად მომთხოვეს რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მხარი დავუჭირო ქართულ ოცნებას. და თუ მე კვლავ დავრჩები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მაშინ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ მე დამსაჯოს.

სიმართლე გითხრათ ძალიან არასერიოზულად ვუყურებ მათ მუქარას. მე ვარ კანონ მორჩილი ადამიანი, და მაქვს ჩემი შეხედულებები რაც იმას ნიშნავს რომ აქ თქვენთან საჯაროდ ვამბობ არ ვაპირებ შევიცვალო აზრი ქართული ოცნების მიმართ. მე დავრჩები ნაციონალური მოძრაობის რიგებში და როგორც 2017 და 2020 წლებში ახლაც მოვიგებ სოფელ ომალოში არჩევნებს. !“ შეგახსენებთ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნბში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები სოფელ ომალოში. მაშინ მედია ასევე წერდა რამზან ალხანაშვილის მიმართ სხვა და სხვა სახის მუქარების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.