კარლ ჰარცელი: კითხვარის მეორე ნაწილს მივიღებთ ისე, როგორც შეპირებული იყო – სამშაბათს ან შემდეგი კვირის განმავლობაში

ჩემი მოლოდინი კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით და რაც შემიძლლია ახლა ვთქვა არის ის, რომ კითხვარს მივიღებთ ისე, როგორც შეპირებული იყო – დროულად, სამშაბათს ან შემდეგი კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამის შემდეგ უფრო საგნობრივი მსჯელობა დაიწყება განსაზღრულ საკითხებზე, რომლებსაც ევროკომისია და წევრი ქვეყნები განიხილავენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.