დაპირისპირება სიღნაღში „ოცნებისა“ და ელისაშვილის მოძრაობის წევრებს შორის

სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები დახვდნენ და ხელი შეუშალეს აქციის ჩატარებაში, რომლის მიზანიც „ფეოდალი მაჟორიტარის“ ირაკლი შიოლაშვილის მხილება იყო.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მეტსახელად „ტაკრიმ“, მოძრაობის კახეთის ოფისის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი სცემა.