საქართველო გაეროში 50-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას შეუერთდა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და გაიყვანოს თავისი ძალები

საქართველო გაეროში 50-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას შეუერთდა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან.

განცხადება ასევე მოუწოდებს კრემლს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების სრული უგულებელყოფა, მათ შორის გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერმა ქვეყნებმა ასევე დაგმეს მკაცრად რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი სარაკეტო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი.

„ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა სრულად, დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.