ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა

2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.